The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ გოგოლაძე

თენგიზ გოგოლაძე
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1926
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1996  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალქალაქი, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1957-1961წწ. მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში"; 1957-1961წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში; 1961-1987წწ. ჟურნალ "დროშის" რედაქციაში; პირველი მოთხრობა "გარიყულას განთიადი" გამოაქვეყნა 1949 წელს. მას ეკუთვნის მოთხრობების კრებულები, წერილები და ნარკვევები, რუსი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, ბერძენი მწერლების თხზულებათა თარგმანები და სხვ. თ. გოგოლაძის თხზულებანი თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ჩინურ, პოლონურ ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.200

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: