The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გოგოლაძე

შალვა გოგოლაძე
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია 2000 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს.

2005 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სერტიფიცირებული ადვოკატი, სამოქალაქო სამართალი; 2001-2005წწ. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლო, სპეციალისტი; 2005-2007წწ. იურიდიული კომპანია "მამალაძე და პარტნიორები", ადვოკატი; 2007-2009წწ. იურიდიული კომპანია "გოგოლაძე და პარტნიორები", მმართველი დირექტორი; 2009-2011წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სსიპ "სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი", დირექტორი; 2011-2014წწ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ "საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი", დირექტორი; 2014-2015წწ. ქალაქ თბილისის მერიის  განთლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, სამსახურის უფროსის მოადგილე; 2015 წლის თებერვლიდან მაისამდე სპორტული კომპლექსი "არენა 1",  "არენა 2", კომერციული დირექტორი; 2015 წელს სამშენებლო კომპანია "არენამშენი", დირექტორი; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე.

წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: msy.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამცხე-ჯავახეთის კრივის რეგიონალური ფედერაცია, პრეზიდენტი (2007-)
  • საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გამგეობა, გამგეობის წევრი, ვიცე პრეზიდენტი (2006-)

გააზიარე: