The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია გოგოლიშვილი

მამია გოგოლიშვილი
დაბადების თარიღი:16 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:6 აგვისტო, 2006  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქობულეთის რაიონი, სოფელი ბობოყვათი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი 1938 წელს.

1938-1954წწ. ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა; 1953-1989წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრის ბოტანიკური ბაღის დირექტორი; 1989-1994წწ. ბოტანიკური ბაღის დირექციის მრჩეველი; 1962-1994წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრის გამგე; 1994-2004წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სახელმწიფო სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის აგრობიოლოგიის  ფაკულტეტის სუბტროპიკული და მრავალწლოვანი კულტურების კათედრის გამგე; ავტორია რამდენიმე მონოგრაფიული ნაშრომისა; გამოიკვლია მულჩის გავლენა ციტრუსებისა და ყურძნის მოსავლიანობაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; აგრონომი, ბოტანიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.70; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.221

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამიერკავკასიის ბოტანიკური ბაღების საბჭო, თავმჯდომარე (1953-1989)
  • ბოტანიკური ბაღბის მსოფლიო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1992-2006)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრი, თავმჯდომარე (1994-1998)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო -პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობისათვის მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: