The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ გოგოლიშვილი

ოთარ გოგოლიშვილი
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

განათლების მიმართულება, დარგი: ჰუმანიტარული მეცნიერებანი, ისტორია-უცხო ენა (გერმანული).

1979-1987წწ. - ჩოხატაურის რაიონის განათლების განყოფილება, ჩოხატაურის რაიონის კულტური განყოფილება, ქვაბღის საშუალო სკოლის მასწავლებელი, სასწავლო ნაწილის გამგე, ნაბეღლავის 8-წლიანი სკოლის დირექტორი, პროფ. მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი; 1987-2009წწ. - აჭარის კულტურის სამინისტრო, ხალხური შემოქმედებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის სამეცნიერო მეთოდური ცენტრის მეთოდისტი, მუზეუმის სწავლული მდივანი, აჭარის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის მოადგილე; 1998-2000წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ისტორიის კათედრის მასწავლებელი საათობრივი მოწვევით; 2000-2006წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი; 2006-2009წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2009-2013წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან - ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი; 2019 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი. სამეცნიერო ინტერესების სფეროსაქართველოს ახალი და უახლესი ისტორია, საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ურთიერთობების ისტორია, სამართლის ისტორია, საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორია, საქართველოს პოლიტიკური სისტემების ისტორია, საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა ისტორია. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სოციალური და ეროვნული მოძრაობა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში XX საუკუნის პირველ მესამედში", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.406; ბათუმია შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - საპატიო ბათუმელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: