The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი გოგუაძე

ირაკლი გოგუაძე
დაბადების თარიღი:30 დეკემბერი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს.

1954-1956წწ. მუშაობდა დასავლეთ საქართველოს "ნავთობ-საძიებო სამმართველოში" მბურღავის მოადგილედ, ბურღვის ინჟინრად; 1956-1987წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის "ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგიისა და ბურღვის" კათედრაზე ლაბორანტი, შემდეგ ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1987 წელს ჩამოაყალიბა "ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის" კათედრა და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელია. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს განეკუთვნება: ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვის ტექნიკა და ტექნოლოგია; საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია და მართვის ტექნიკური საშუალებები; სტატიკური და დინამიკური სისტემების ანალიზი და სინთეზი; დარგის ელექტრომომარაგება და ექსპლუატაცია; წრფივი და არაწრფივი სისტემების მოდელირება და იდენტოფიკაცია. ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი. ნავთობისა და გაზის ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი; ნავთობის მრეწველობის საერთაშორისო ექსპერტი; საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ საინფორმაციო-ანალიტიკური, რეფერირებული ჟურნალის "საქართველოს ნავთობისა და გაზის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 160-დე სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 10 სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს და 2 მონოგრაფიის. შრომები გამოქვეყნებული აქვს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ.86-87

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, საპატიო აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: