The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ გოდერძიშვილი

თამაზ გოდერძიშვილი
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი 1957 წელს.

1968-2000წწ. იყო საქტელერადიო კომიტეტის სატელევიზიო დადგმების მთავარი რედაქციის რედაქტორი, უფროსი რედაქტორი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, მთავარი რედაქტორი, სატელევიზიო თეატრის რედაქტორი. არის ავტორი პროზაული ნაწარმოებებისა და პიესებისა: "ილია ვარ" (1987, 1989), "რკინის კარს უკან" (1987, 1988), ამავე პიესის ავტორისეული თარგმანი - "Наследство"; "არ შეგირიგდები" (1982), "ვირის ჩრდილი" (1983,1997), "მიწისქვეშა სასახლეები" (1961, 1982); ინსცენირებებისა: მ. ჯავახიშვილი, "ჯაყოს ხიზნები" (1994,1998), მ კვესელავა, "ასერგასის დღე" (1983); ნ. ლორთქიფანიძე, "სოფლის აშიკი" (1979); ა. გრებნევი, "წარმატება" (1992); ა. ფლავიანო, "ჯალათი" ანუ "გაროტა" (1985, 1986); მ. ჯავახიშვილი, "ბედის მდევარი" ანუ "ლამბალო და ყაშა" (1989); ფ. დოსტოევსკი, "მარადი ქმარი" (1997); პერ ლაგერკვისტი, "ბარაბა" (1999); ი. ჭავჭავაძე, "კაცია-ადამიანი?!" (2000); მ. ბულგაკოვი, "პილატე"(2003). სხვადასხვა თეატრების სცენაზე დაიდგა მის მიერ გადმოქართულებული ი. ჟურავლიოვის, ა. ხოგოგორტიანის, ა. მალიაგინის, მ.ზადორნოვის, იასმინა რეზას, ლ. რაზუმოვსკაიას ნაწარმოებები. არის ავტორი თარგმანებისა: პრისტლის "სახიფათო მოსახვევი", ჯან ანიუს "სარდაფი", პ. შეფერის "ამადეუსი", მანლიო სანტანელის "დედა დედოფალი", ალან გარნეის "სასიყვარულო ბარათები" და სხვა. არის სატელევიზიო სპექტაკლების ინსცენირებისა და რადიოპიესების ავტორი. 

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.131;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.265

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, წევრი (1975-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1974-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - ხელოვნების ქურუმი (საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო)
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში მიმდინარე რეფორმების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, თემის აქტუალობით გამორჩეული გადაცემების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: