The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გომართელი

ივანე გომართელი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1875
გარდაცვ. თარიღი:19 აპრილი, 1938  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაოზე, თბილისი
კატეგორია:ექიმი, კრიტიკოსი, მწერალი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადები ადგილი: სოფელი გორისა, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1899 წელს.

1900-იდან მუშაობდა ექიმად სოფ. ჯიხაიშსა და გორისაში, შემდეგ ქუთაისში. 1901 წლიდან პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს სამედიცინო საკითხებზე. იყო "მესამე დასის" წევრი, მენშევიკ-ავტონომისტი, "ალიონელი". თანამშრომლობდა ჟურნალ "მოგზაურთან". 1907 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისში. 1910 წელს დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას და საექიმო პრაქტიკას. აღსანიშნავია მისი პიესები: "ქოხში" (1905), "წამხდარი სისხლი" (1905), რომანი-ქრონიკა "სამი დროება" (1931), კრიტიკული წერილები ნ. ბარათაშვილის, რ. ერისთავის, მ. გურულის, დ. კლდიაშვილის და სხვათა შესახებ. 

წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: georgianencyclopedia.geსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 101

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პირველი სახელმწიფო სათათბირო, დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან (1906-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, წევრი (1902-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: