The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდე გორგილაძე

ლეონიდე გორგილაძე
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1989  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1933 წელს.

1938-1952წწ. მუშაობდა სკკპ ცკ-თან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1946-1964წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე; 1962-1966წწ. პრორექტორი; 1964  წლიდან მეცნიერული კომუნიზმის კათედრის გამგე; იკვლევდა მეცნიერული კომუნიზმის ისტორიასა და თეორიას, აგრეთვე საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების ისტორიის პრობლემებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1958), პროფესორი(1960).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.102

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპოდენტი (1974-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1983-1989)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: