The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელა გოჩიაშვილი

ელა გოჩიაშვილი
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

მუშაობს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში. იბეჭდება 1985 წლიდან; ავტორია ლექსების ექვსი წიგნისა: "მწუხარი მშვიდობისა" (1989), "ფრაგმენტები ანამნეზიდან" (1996), "პარასკევი ჩემი დღეა" (2003), "შაბიამანი" (2005), "მათქმევინე, დე!" (2010), "ცხოვრბაგაუმტარი" (2013). მისილექსები თარგმნილია იტალიურ, გერმანულ, ფრანგულ, ლიტვურ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ჰოლანდიურ, ინგლისურ, სპარსულ ენებზე და შესულია უცხოურ ანთოლოგიებსა და გამოცემებში. მონაწილეობდა საერთაშორისო ლიტერატურულ ღონისძიებაში: პოეზიის ფესტივალებზე - ლიტვა (2010), საფრანგეთი (2011), იტალია (2017), ლაიფციგის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი (2016). 

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.57; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.97

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2006 - პრემია "საგურამო"
    წიგნისათვის "შაბიამინი"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: