The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ გოძიაშვილი

დაბადების თარიღი:13 მარტი, 1887
გარდაცვ. თარიღი:21 მაისი, 1915  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტრე-პავლეს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მომღერალი, მუსიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა წმინდა მარინეს სამრევლო სკოლა, სწავლობდა სასულიერო სემინარიაში.

1905 წელს მუშებს შორის ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას, წერდა ლექსებს. 6 წლიდან გალობდა წმინდა მარინეს ეკლესიაში, შემდეგ სემინარიაში მღვდელ კარბელაშვილთან. იყო სანდრო და მიხეილ კავსაძეების გუნდშიც. 1913 წლის ნოემბერში პირველმა დააარსა მომღერალ ქალთა გუნდი, 1914 წელს ჩამოაყალიბა ვაჟთა გუნდი. სიმღერასა და გალობას მსურველებს ასწავლიდა ანაზღაურების გარეშე, ასევე სრულიად უსასყიდლოდ ემსახურებოდა თბილისის სახალხო უნივერსიტეტის ქართულ სექციას. საზოგადოების ღარიბი ფენებისა და მუშებისათვის მართავდა საქველმოქმედო კონცერტებს, რითაც ხელს უწყობდა ქართული ხალხური სიმღერის გავრცელებას. 1913 წელს, თბილისის სახალხო სახლში იოსებ გოძიაშვილმა პირველმა გამოიყვანა მის მიერ დაარსებული, 50 ქალისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ასრულებდა: "ტირიან თუშის ქალები", "მაყრული", "ჟუჟუნავ, ქალაქს ნუ მიხვალ", "მოკვდი მტერო", "სოფლელი გლეხის შვილი ვარ", "მუშებო, თქვენი მარჯვენა იკურთხოს ოფლით ნაბანიო" და სხვ. ლოტბარი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.710

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: