The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გრიგალაშვილი

ლევან გრიგალაშვილი
დაბადების თარიღი:1954  (70 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო ეკონომიკური ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1978წწ. - თბილისის N4 მაცივარკომბინატი, უფროსი ბუღალტერი; 1978-1985წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღრიცხვის, კონტროლისა და ეკონომიკური ანალიზის სამეცნიერო საწარმოო-სასწავლო გაერთიანება, უფროსი ეკონომისტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ჯგუფის ხელმძღვანელი; 1985 წელს - საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, სახალხო მეურნეობის დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების სექტორის გამგე; 1985-2002წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი ბუღალტერ-ექსპერტი, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსი, კონსულტანტი, უფროსი სპეციალისტი, დეპარტამენტის დირექტორი; 2002 წელს - საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, სოციალური და საწარმოო ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი; 2002-2005წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიის სამმართველოს უფროსი, კონსულტანტი, უფროსი სპეციალისტი; 2005-2011წწ. - საქართველოს კონტროლის პალატა, მთავარი კონტროლიორი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი აუდიტორი; 2013-2015წწ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საფინანსო დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსი; 1979-1984; 2000-2005; 2007-2009; 2011-2012წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 2010-2012წწ. - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი; 2011-2012წწ. - სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესორი; 2013-2017წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; პროფესორი. ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების რეფორმის ძირითადი მიმართულებანი საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.522; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: