The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ გუგუნავა

სიმონ გუგუნავა
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1839
გარდაცვ. თარიღი:18 ივლისი, 1909  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქუთაისი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის რაიონი.

1889-1898წწ. იყო ოზურგეთის მაზრის თავად–აზნაურთა წინამძღოლი; 1898 წლიდან ლეჩხუმის მაზრის მომრიგებელ–შუამავალი; თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში "დროება", "კვალი", "მწყემსი", "მოამბე"; 1893-1895წწ. ამ ჟურნალებში ბეჭდავდა საკუთარ ლექსებს; მას ეკუთვნის რამდენიმე ლექსი, მათ შორის: "დედაენა" (1893), "მოხუცის ანდერძი" (1895), "ვუძღვნი მოსწავლე ქართველობას" (1895); მას აგრეთვე ეკუთვნის სარეცენზიო სტატია "წერილი ქუთაისიდან" (1884), რომელიც ქართულ გალობას შეეხებოდა; მისი სხვა ლექსები და პოემა "ტყვე სასტიკი ზამთრისა" დაკარგულია სოფელ ნაგომარში გუგუნავას საცხოვრებელი სახლის, "პოეზიის სასახლის" დაწვის გამო; 1888 წელს გამოვიდა მისი პოემა "თამარიანი", რომელიც გ. ი. რჩეულიშვილის ისტორიული რომანის "თამარ ბატონიშვილის" პოეტური გადამუშავებაა; პოემაში შეინიშნება როგორც შოთა რუსთაველის, ასევე ხალხური ზეპირსიტყვიერების გავლენა; პოემის ზოგიერთი ადგილი სიმღერად იქცა; 1888-1970 წწ. ათგზის გამოიცა; მისი მზითევში წაღება პრესტიჟული იყო; გუგუნავას ჰობი იყო ჭადრაკის თამაში. დაახლოებული იყო აკაკი წერეთელთან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მას ნაგომარში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.173; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.101

ბიბლიოგრაფია

  • თამარიანი : ისტორიული პოემა ლექსად თქმული სიმონ გუგუნავას მიერ (ავტორი). - თბილისი, "სამშობლოს" სტ., 1991. - 160გვ.

გააზიარე: