The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაკურ გულუა

ბაკურ გულუა
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუმითი, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს; საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1984 წელს.

1965-1966წწ. იყო ტექნიკური ინვერტარიზაციისა და საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიუროს უფროსი; 1973 წელს ზუგდიდის კომკავშირის ქალაქკომის პირველი მდივანი; 1975 წელს ენგურჰესის მშენებლობის პარტკომის მდივანი; 1975-1978წწ. კომპარტიის გალის რაკომის მდივანი; 1978-1979წწ. კომპარტიის ცკ-ს ინსპექტორი; 1979-1986წწ. კომპარტიის ფოთის ქალაქკომის მდივანი; 1986-1990წწ. სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საქართველოს კომუნისტური პარტიისგან, კომისიის თავმჯდომარე; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი; 1992-1993წწ. თბილისის მერის პირველი მოადგილე; საქართველოს პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N70 ფოთის საარჩევნო ოლქი (1993-1994); 1994-1995წწ. საქართველოს ვიცე-პრემიერი; 1995-2000წწ. სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; არის წიგნებისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 100; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 139

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა, პრეზიდენტი (2007-)
  • საქართველოს ეროვნული თანხმობის დარბაზი, თავმჯდომარე
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი (1993-1994)
  • საქართველოს რესუბლიკის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რეფორმატორთა კავშირი, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: