The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი გურგენიძე

დაბადების თარიღი:5 მაისი, 1918
გარდაცვ. თარიღი:30 ნოემბერი, 1991  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ბუკისციხე.

დაამთავრა სამასწავლებლო ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1937 წელს.

1941 წლიდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1947 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში; იყო რედაქტორი ჟურნალ– "დაწყებითი სკოლა და სკოლამდელი აღზრდა"; 1973 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სულხან–საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; იყო "საქართველოს სსრ პედაგოგიური აზრის ანთოლოგიისა", აგრეთვე ი. გოგებაშვილის რჩეულ თხზულებათა ხუთომეულის რედკოლეგიის წევრი და შემდგენელი, III ტომის რედაქტორი; დიდი წვლილი მიუძღვის დიდაქტიკის აქტუალური პრობლემების მეცნიერულ კვლევასა და ი. გოგებაშვილის მდიდარი პედაგოგიური მემკვიდრეობის შესწავლასა და გამოქვეყნებაში; თანაავტორია პედაგოგიკის ხუთი სახელმძღვანელოსი; პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1954), პროფესორი (1980).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.213

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1981 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
  • 1979 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • 1956 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: