The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ გუჩუა

დაბადების თარიღი:12 ოქტომბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 1985  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფახულანი, ახლანდელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1940 წელს.

1941-1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1945-1960წწ. მუშაობდა საშუალო სკოლის დირექტორად წალენჯიხის და ზუგდიდის რაიონებში; 1960 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. ამავდროულად, 1969 წლიდან მუშაობდა "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" საქართველოს ისტორიის რედაქციის მეცნიერ-კონსულტანტად, შემდეგ - გამგედ; იკვლევდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურის ისტორიის, ისტორიოგრაფიისა და ქრონოლოგიის საკითხებს; გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მონოგრაფია, სახელმძღვანელო; არის "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" IV ტომის ერთ-ერთი ძირითადი ავტორი, აგრეთვე III ტომის რედაქტორი ზურაბ ანჩაბაძესთან ერთად (1982 წელს ავტორთა კოლექტივთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია); ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1983).

წყარო: საქართველო : ენცოიკლოპედია: ტ. 2. - თბ., 2012. -გვ. 235; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 29-30

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო მედალი
  • მედალი "საბრძოლო მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: