The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემენ დავითაძე

ემენ დავითაძე
დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგაძეები, შუახევის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1970 წელს.

1969 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "გზა მშვიდობისა". სხვადასახვა პერიოდში გამოიცა მისი პოეტური კრებულები: "გზა მშვიდობისა", "მწვანე იალქანი" (1972), "თეთრი მიხაკები" (1976), "ძლევაი უკუნისა" (1978), "ერთგულება" (1980), "ვაზის გახიზვნა" (1985), "ღალატი" (1987), "დაწყვეტილი სიმები" (2001), "პოემები" (2014), "ლექსები" (სამტომეულის I ტ. 2017) და სხვა. ავტორია ოთხი მეცნიერული მონოგრაფიისა და ოცდაათამდე სამეცნიერო სტატიისა; შედგენილი და გამოცემული აქვს აჭარის სახალხო მთქმელის ანთოლოგია (თანაავტორია, 1979). სახვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ - თანამშრომლად, შემდგომ უფროს მეცნიერ - თანამშრომლად; გამომცემლობა "აჭარის" მთავარ რედაქტორად, მის მიერვე დაარსებულ ფირმა "MN"-ის პრეზიდენტად. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო:  საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.32; გაზეთი "აჭარა": gazetiajara.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.114-115

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია

  • ლექსები : ლირიკა (2 ტომად) (ავტორი) // ტ.1. - ბათუმი, აჭარის მწერალთა სახლი, 2017. - 556გვ.. - ISBN: 9789941275685
  • მრთელი და წილადი : (მწიფე ლექსები) (პოემები) (ავტორი). - ბათუმი, გამომცემლობა "აჭარის" პოლიგრ. ცენტრი), 2012. - 448გვ.
  • სოფლის აღმაშენებელი : აჭარის წარსული, აწყმო, მომავალი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1985. - 251გვ.
  • ვაზის გახიზვნა : პოემა (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1985. - 127გვ.
  • რწმენა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1985. - 47გვ.

გააზიარე: