The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან დავრიშევი

ქეთევან დავრიშევი
ოფიციალური სახელი:ქეთევან დავრიშაშვილი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. პარიზი, საფრანგეთი.

თანამედროვე ფილოლოგიის, კინოსა და თეატრის შესწავლის შემდეგ ქეთევან დავრიშევი მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალრიცხოვანი შრომები ახალგაზრდობისათვის, წერს სცენარებს ფილმებისთვის, თარგმნის ქართულ ზღაპრებს ბავშვებისთვის; 2004 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი - "ყველაფერი კარგად იქნება". მომდევნო რომანმა,"შავი ზღვა" - 2010 წელს "ლანდერნოს" და "ვერსიონ ფემინა-ვირჟინის" ლიტერატურული პრემიები მოიპოვა, ხოლო 2011 წელს პრიზი "პრინცი-მორისი" სასიყვარულო რომანისათვის. წიგნი ითარგმნა გერმანულ, ქართულ, იტალიურ, ჰოლანდიურ და შვედურ ენებზე. 2012 წელს გამომცემლობა "საბინ ვესპიეზემ" გამოსცა რომანი "განცალკევებულები". რომანს კარგად შეხვდა ლიტერატურული კრიტიკა, წარმატებით სარგებლობს წიგნის მაღაზიებში და წარდგენილ იქნა RTL რადიოს და ჟურნალ Lire-ს პრიზზე. 2014 წელს იმავე გამომცემლობაში გამოიცა რომანი "ოთხი კედელი"; მის ნაწარმოებებში რეალური ამბებია აღწერილი ანუ ის, რაც მის  წინაპრებს გადახდათ თავს ემიგრაციამდე და ემიგრაციის შემდეგ. 2016 წელს ნაწარმოები "სხვა იოსები" გამოქვეყნდა. რომანმა "დე მაგოს" (Deux Magots) პრემია დაიმსახურა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრის ნოე ხომერიკისა (დედის მხრიდან) და ცნობილი ავიატორის იოსებ დავრიშევის (სოციალ-ფედერალისტი, მამის მხრიდან) შთამომავალი.
წყარო: არტანუჯის გამომცემლობა: ka-ge.facebook.cominstitutfrancais.geswediteur.com

ბიბლიოგრაფია

  • სხვა იოსები : რომანი (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2018. - 240გვ.
  • სარკმელი : რომანი (ავტორი). - თბილისი, უსტარი, 2013. - 55გვ.
  • შავი ზღვა : რომანი (ავტორი). - თბილისი, უსტარი, 2012. - 208გვ.

გააზიარე: