The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო დარასელია

ნინო დარასელია
დაბადების თარიღი:1960  (64 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ფილოლოგია 1982 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა - 1986 წელს.

1993-1996წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ფილოლოგიის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1998 წელს - კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი, ლინგვისტიკის დეპარტამენტი, სტუმარი მეცნიერი (Visiting Scholar); 1996-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ფილოლოგიის კათედრა, დოცენტი; 2013 წელს - ალექსანტერის ინსტიტუტი, ჰელსინკის უნივერსიტეტი, ფინეთი, მიწვეული ლექტორი, ლექციათა კურსი "A History of Georgian Linguistic Thought" ("ქართული ლინგვისტური აზროვნების ისტორია"); 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულება/კათედრა, ასოცირებული პროფესორი. 1997 წლიდან - ჟურნალ საენათმეცნიერო ძიებანი (არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი) რედკოლეგიის წევრი, ინგლისური ნაწილის რედაქტორი. სამეცნიერო ნაშრომებისა და მონოგრაფიის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "შორისდებული საკომუნიკაციო კომპეტენციის თვალსაზრისით: (ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენათა მასალაზე), დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.462; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: