The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან დაუშვილი

რუსუდან დაუშვილი
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ხელოვნება-კინომცოდნეობის განხრით, დამატებითი კურსები: UNIFM-ს პროგრამა "კონფლიქტების პრევენცია, მშვიდობის მშენებლობა და ქალის როლი მშვიდობის მშენებლობაში" (2002, სერტიფიკატი); ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კულტურის ფონდის "საქართველოს მენეჯერთა პროფესიული განვითარების პროგრამა", კულტურის ორგანიზაციის მენეჯერი (2002-2004, სერტიფიკატი); წელს - ბრიტანული საბჭოსა და შოტლანდიის ოპერის მუზეუმის ვორკშოპი "სასწავლო პროგრამა ბავშვებისათვის" (2010, სერტიფიკატი).

1977-1994წწ. მუშაობდა გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმში; 1994-2004წწ. თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში. 2004-2017წწ. ხელმძღვანელობდა ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმს. 1996-1998წწ. იყო საქართველოს პარლამენტში ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივზე მომუშავე საგანგებო ჯგუფის წევრი. ელექტრონული ცნობარის "Scientist Women - მეცნიერი ქალი, საქართველო XX საუკუნე" ერთ-ერთი ავტორი.

ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. 1994-2005წწ. იყო პროფესორი სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტებში (2006-2009), მიწვეული პროფესორი: ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის ინსტიტუტში (2007-2023), წმ. ანდრია პირველწოდებულის საპატრიარქოს ქართულ (2011-2013), და საქართველოს უნივერსიტეტებში (2018-2022). ლექციებს კითხულობს ძველი აღმოსავლეთის, ანტიკური ქვეყნების, ბიზანტიის, მსოფლიო ცივილიზაციების, ინგლის-ამერიკისა და ქართული ემიგრაციის ისტორიაში. 

ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ავტორია წიგნების: "ქართველი მრეწველები და გამომგონებლები ამერიკაში" (2002) - ჟურნალ "ომეგას" I პრემია, "ევროპული საისტორიო თხზულებები XIX ს. II ნახევრის საქართველოში" (2003), "ქართული ემიგრაცია 1921-1939" (2007), "საქართველო-დასავლეთი, ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან" (2012), მისი ინგლისური ვერსია Georgia the Vest, Essays of the History of Military Cooperation (2012), "ქართული ემიგრაცია ამერიკაში" (2014); "8 ეპიზოდი ქართულ-გერმნული ურთიერთობების ისტორიიდან" (2014); ზოია ჩიმაკაძესთან ერთად - "ანტიკური სამყარო, აფორიზმები და ფრთიანი გამონათქვამები" (2004, 2009), "მედიცინის მამა - დიდი ჰიპოკრატე" (2007), "ანტიკური ოლიმპიური თამაშები" (2008). ოთარ ჯანელიძესთან ერთად "გიორგი მაჩაბელი, საიუბილეო ალბომი", დაბეჭდილი აქვს რამდენიმე სასწავლო კურსი. არის მე-7-8 კლასების ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების (2012), დიასპორების საკითხში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გამოცემული ენციკლოპედიური ქართულ-ინგლისური ნაშრომის "ქართველები უცხოეთში" (2012) და ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი ნაშრომის "ქართველები" (2016) ერთ-ერთი ავტორი. ქართულ, რუსულ და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებსა და კრებულებში გამოქვეყნებული აქვს 90 სამეცნიერო ნაშრომი და 350 პუბლიკაცია, ჩაწერილი აქვს 70-მდე სატელევიზიო სიუჟეტი ("ერთსულოვნება", "ობიექტივი") ძირითადად ქართულ ემიგრაციაზე. არის სამეცნიერო შრომათა კრებულების შემდგენელ-რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი. მონაწილეობს საუნივერსიტეტო სამეცნიერო სესიებში და სემინარებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმში (თბილისი, გორი,  ქუთაისი, ბათუმი, ბაქო, პრიზი).

კითხულობს საჯარო მოხსენებს. მონაწილეობს ემიგრანტთა შესახებ სატელევიზიო და რადიოს გადაცემებში. არის თსუ ამერიკის შესწავლის ინსტიტუტისა და ასოციაცის წევრი (2007), "გიორგი მაჩაბლის ფონდის" ვიცე-პრეზიდენტი (2008), "ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვევითი ინსტიტუტის" (2012) და "ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო საზოგადოების" სამეცნიერო საბჭოს წევრი (2014), პარლამენტის კავკასიისა და დიასპორების კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2017). 2016 გადაეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მადლობის სიგელი სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის. ისტორიის დოქტორი (1997), კინომცოდნე, სამუზეუმო საქმის სპეციალისტი.

წყარო: ქართული ემიგრაცია 1921-1939 წლებში / რუსუდან დაუშვილი.-თბ.,2007.-გვ.289

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: