The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ დევდარიანი

გრიგოლ დევდარიანი
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:25 მარტი, 1991  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული.

დაამთავრა პედაგოგიური ცხრაწლედი 1927 წელს და სპეციალური კურსების გავლის შემდეგ მუშაობა დაიწყო სოფელ ხუნევის (ხარაგაულის რ-ნი) სკოლაში ისტორიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლად. 1930 წელს გადაიყვანეს ხარაგაულის ცხრაწლიან სასწავლებელში; 1930 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე გეოლოგიის სპეციალობაზე; 1933 წელს გადაიყვანეს მოსკოვის უნივერსიტეტში გეოგრაფიის ფაკულტეტზე ფიზიკური გეოგრაფიის განხრით; 1936 წელს დაამთავრა აღნიშნული სპეციალობა და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე; 1938 წელს დაიწყო ლექციების კურსის კითხვა - ქვეყნის ნაწილების ფიზიკურ გეოგრაფიაში. შეთავსებით მუშაობდა ქუთაისის, ბათუმის, თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1940 წელს გადაიყვანეს ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, იყო კათედრის გამგე, დეკანი; 1957-1959წწ. მუშაობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1954 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის დოცენტი იყო. პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო კვლევასაც. მისი მეცნიერული ნაშრომები ეხება დასავლეთ საქართველოს გეომორფოლოგიის ცალკეულ დარგებს - კარსტოლოგიას, ტერასებს და სხვ. გამოიკვლია ცენტრალური სამეგრელოს ბორცვიანი ვაკე, გურიის მთისწინეთი და საქართველოს მთათაშორისი ბარის სხვა ნაწილები. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ისინი ძირითადად ეხება საქართველოს ცალკეული რეგიონების ბუნებრივ ლანდშაფტებსა და გეომორფოლოგიის საკითხებს. მიღებული აქვს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის წოდება (1982). გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1948).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამეგრელოს ბორცვიანი ვაკის გეომორფოლოგია", დაიცვა 1947 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.105-106; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.25

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

გააზიარე: