The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ დემურხანაშვილი

სოლომონ დემურხანაშვილი
დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1936
გარდაცვ. თარიღი:1 აპრილი, 2007  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი იყალთო, თელავის რაიონი
კატეგორია:კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი.

დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1966 წელს.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა გაზეთ სამგორის განყოფილების გამგედ, გამომცემლობა "მერანის" რედაქტორად, ალმანახ "საუნჯის" განყოფილების გამგედ, ალმანახ "ალგეთის" მთავარ რედაქტორად, ჟურნალ "დილას" სარედაქციო კოლეგიის წევრად და სხვა; პირველი მოთხრობა "ლაპუა", ჟურნალ მნათობში დაიბეჭდა 1958 წელს; აქტიურად გამოიცემოდა მწერლის მოთხრობები, ნოველები და რომანები: "ჩვეულებრივი დღე"(1962), "ხმა მიწისა"(1967), "ოქროს ნაპირი"(1969), "ნეტარ არიან მორწმუნენი"(1974), "შეხვედრა უღელტეხილზე"(1980), "მზის მოქცევა"(1985), "უკანასკნელი ზარი"(1989), "მაცდური"(1990) და სხვა; ავტორია საბავშვო მოთხრობების: "დედა ზღარბის ნაამბობი"(1968) და "მელია წვრილას ფათერაკები"(1991); თარგმნა იური ნაგიბინის, მიხეილ ზოშჩეკოს, ანდრეი პლატონოვის, რევაზ ჩოჩიევის, გაფეზის და სხვათა ნაწარმოებები; 1970 წელს მწერლის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "შეხვედრამდე"(რეჟ.: გივი ვეფხვაძე); მისი ცალკეული ნაწარმოები თარგმნილია რუსულ და სხვა ენებზე. სიცოცხლის ბოლო წლებში ს. დემურხანაშვილი მუშაობდა ისტორიულ რომანზე "გიორგი ბრწყინვალე", რომლის ნაწყვეტები ქვეყნდებოდა ჟურნალ "კარიბჭეში".   

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.114

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: