The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგენი დვალი

ევგენი დვალი
სხვა სახელი:ე. ბაჯელი  (ფსევდონიმი)
ე. რაჭველი  (ფსევდონიმი)
ე. ტასიკოშვილი  (ფსევდონიმი)
რაჭველ-ლეჩხუმელი  (ფსევდონიმი)
რაჭველი  (ფსევდონიმი)
წმინდა გიორგი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1922  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:მუშა, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაჯი, ამბროლაურის რაიონი.

თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში აწარმოებდა რევოლუციურ, ორგანიზაციულ და პროპაგანდისტულ მუშაობას. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, 1906 წლის დასაწყისში, მეფის ხელისუფლების მიერ რეპრესიების დაწყების შემდეგ, ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ექსპედიციის დროს, სახლ-კარი გადაუწვეს სოფელ ბაჯში. 1906 წელს დააპატიმრეს. 1908 წელს კავკასიის სამხედრო-საოლქო სასამართლომ ციმბირში, ენისეის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯა, საიდანაც 1911 წელს გაიქცა, ამისათვის კვლავ მიესაჯა კატორღა 4 წლით. სასჯელს იხდიდა ქუთაისის ციხეში, შემდეგ როგორც ყოფილი პოლიტკატორღელი იღებდა პენსიას. რევოლუციამდე 3 წელი გაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც 1917 წლის რევოლუციამ იხსნა. 1900-იანი წლებიდან წერდა ლექსებს. მას ეკუთვნის ხალხში გავრცელებული ლექსი: "მე ვარ არსენა ჯორჯიაშვილი". მისი ლექსები ცენზურის მიერ აკრძალული იყო. რევოლუციის შემდეგ შექმნა შოთა რუსთაველის სახელობის პარტია საკუთარი დროშით (დროშაზე გამოსახული იყო შოთა რუსთაველი), ჩამოაყალიბა "რაჭა-ლეჩხუმის დამხმარე კულტურული საზოგადოება. საკუთარი სიით მონაწილეობდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში. ზეინკალი, აგიტატორ-პროპაგანდისტი, ორგანიზატორი, რევოლუციონერი, მუშა-მწერალი. (სხვა წყაროების მიხედვით დაბადების წელი არის 1880).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.859; რაჭა და რაჭველები: facebook.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: