The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა დოლიძე

ანა დოლიძე
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1979  (44 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; 2004 წელს მიენიჭა ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი (LLM); 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "სასამართლოს მეგობარი საერთაშორისო სამართალში", მიენიჭა კორნელის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; 2002 წელს გაიარა სტაჟირება ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში; 2002-2003 წწ. მუშაობდა ორგანიზაცია "Save the Children" საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პროგრამის ოფიცერის თანამდებობაზე; 2008-2009 წწ. იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის Human Rights Watch-ის მკვლევარი.

წაკითხული აქვს ლექციები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის ნიო-იორკის უნივერსიტეტში, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, კემბრიჯის უნივერსიტეტში, ლონდონოს ეკონომოკურ სკოლაში, დიუკის უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში, ქუინსის უნივერსიტეტში (ჩრდილოეთ ირლანდია), გლაზგოს უნივერსიტეტში; გამოქვეყნებული აქვს 2 წიგნი და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ანგარიში გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სამართლის, საერთაშორისო სამართლის საკითხებზე (ინგლისურ და ქართულ ენებზე); მიღებული აქვს მრავალი პროფესიული სტიპენდია და ჯილდო, მათ შორის ატლანტიკ ბრიუკეს "ახალგაზრდა ევროპელი ლიდერი" (2009), იყო კორნელის უნივერსიტეტის სრული სადოქტორო სტიპენდიანტი, ატლანტიური აკადემიის, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთბების ცენტრის, კოლუმბიის უნივერსიტეტის და სტენფორდის უნივერსიტეტის, ბრიტანეთის საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის მოწვეული მკვლევარი.

2000–2001 წწ. იყო ორგანიზაცია Project Harmony International-ის საქართველოს ოფისში ოჯახური ძალადობის საზოგადოებრივი თანამშრომლობის პროგრამის ასისტენტი, შემდეგ - ამავე პროგრამის კოორდინატორი; 2013-2016 წწ. დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (კანადა); 2015 წლის მაისიდან 2016 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე; 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; 2017 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2018 წლის იანვრიდან დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; 2019 წლის ოქტომბერში დააარსა კამპანია "აზარტული თამაშების წინააღმდეგ"; 2020 წლის 22 ივნისს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა; ამავე წელს დააფუძნა მოძრაობა "ხალხისთვის"; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო თბილისის დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, მან 17,95% (12381 ხმა) მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა ქართული ოცნების კანდიდატის, გია ვოლსკისა (42,64%) და ოპოზიციის საერთო კანდიდატისა და "გირჩი - მეტი თავისუფლების" დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის (21,06%) შემდეგ. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: web.archive.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თავმჯდომარე (2004-2006)

გააზიარე: