The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ დოლიძე

ვახტანგ დოლიძე
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:17 აგვისტო, 1986  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1941 წელს.

1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1971 წლიდან იყო კულტურის ძეგლთა აღწერილობის განყოფილების გამგე; მისი მეცნიერული ძიების ძირითადი მიმართულებებია: შუა საუკუნეების არქიტექრურული ძეგლების, კომპლექსების, მთიანი საქართველოს საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა, ჩრდილოეთ კავკასიის და საქართველოს კულტურული კავშირები, მატერიალური ძეგლების მეცნიერული აღწერა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები; II მსოფლიო ომის მონაწილე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.474

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (გარდაცვალების შემდეგ)
  • 1982 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: