The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგი დურმიშიძე

სერგი დურმიშიძე
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1910
გარდაცვ. თარიღი:29 მაისი, 1989  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1931 წელს.

1935-1960წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე. 1943-1954წწ. იყო საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1954-1955წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და ამავე წლიდან  იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. მუშაობდა მეორეულ და უცხო ნაერთთა ბიოქიმიის დარგში. ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1952).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.656; cyc.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (4 ორდენი)
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: