The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ია ეკალაძე

ია ეკალაძე
ოფიციალური სახელი:იაკობ ცინცაძე
სხვა სახელი:თომაანთ კობა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1872
გარდაცვ. თარიღი:11 ოქტომბერი, 1933  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ციმისი, თერგის ოლქი.

დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1911 წელს.

1911 წელს დაინიშნა გორის ვაჟთა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად; 1912 წელს მიიწვიეს ქუთაისში მასწავლებლად; 1912-1913წწ. იყო გაზეთ "ქართლის" და 1915-1916წწ. გაზეთ "სამშობლოს" რედაქტორ–გამომცემელი; 1919 წელს მიიწვიეს დაბა ჩოხატაურის ახლად დაარსებულ გიმნაზიაში დირექტორად; 1920-1923წწ. მასწავლებლობდა ლანჩხუთის ტექნიკუმში, 1923-1924წწ. რაჭაში – ონში, ხოლო 1924-1925წწ. თელავში; დაარსა გაზეთი "ქართლი" და გაზეთი "სამშობლო" (1913); 1894 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "ილიკო ბედენიძე", გაზეთ "ივერიაში"; ავტორია მოთხრობებისა: "დაუდეგარი" (1897), "თეო" (1895), "ჩემი ცოდვა გქონდეს!" (1894), "კრებაზე" (1897); მას ეკუთვნის ასევე თეთრი ლექსები, რომლებსაც "ლექსისებურს" უწოდებდა.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.511-512; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.130

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: