შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ია ეკალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ციმისი, თერგის ოლქი. დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1911 წელს. 1911 წელს დაინიშნა გორის ვაჟთა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად; 1912 წელს მიიწვიეს ქუთაისში მასწავლებლად; 1912-1913წწ. იყო გაზეთ "ქართლის" და 1915-1916წწ. გაზეთ "სამშობლოს" რედაქტორ–გამომცემელი; 1919 წელს მიიწვიეს დაბა ჩოხატაურის ახლად დაარსებულ გიმნაზიაში დირექტორად; 1920-1923წწ. მასწავლებლობდა ლანჩხუთის ტექნიკუმში, 1923-1924წწ. რაჭაში – ონში, ხოლო 1924-1925წწ. თელავში; დაარსა გაზეთი "ქართლი" და გაზეთი "სამშობლო" (1913); 1894 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "ილიკო ბედენიძე", გაზეთ "ივერიაში"; ავტორია მოთხრობებისა: "დაუდეგარი" (1897), "თეო" (1895), "ჩემი ცოდვა გქონდეს!" (1894), "კრებაზე" (1897); მას ეკუთვნის ასევე თეთრი ლექსები, რომლებსაც "ლექსისებურს" უწოდებდა. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.511-512; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.130 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |