The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ელისაბედაშვილი

ქეთევან ელისაბედაშვილი
დაბადების თარიღი:1911
გარდაცვ. თარიღი:1989  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საბავშვო ბაღის პედაგოგად, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1936 წელს, აქვეყნებდა მოთხრობებს  ჟურნალ-გაზეთებში; მისი საბავშვო მოთხრობები ცალკე წიგნადაც ("დოლის პური") გამოიცა. ქეთევან ელისაბედაშვილს ეკუთვნის ბალეტ "მახარეს" ლიბრეტო. დაწერა მოთხრობა "ყრმობა" სოსო ჯუღაშვილზე (სტალინი), წიგნი გამოსცა "საბჭოთა მწერალმა" 1947 წელს.

წყარო:  ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.48; ქეთევან ელისაბედაშვილი : მწერალი. 1911-1989. ნეკროლოგი // თბილისი. - თბ., 1989. - 26 დეკემბერი. - გვ.6

ბიბლიოგრაფია

  • დოლის პური : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1952. - 32გვ.
  • ყრმობა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერლის გამ-ბა და სტ., 1947

გააზიარე: