The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ენდელაძე

თენგიზ ენდელაძე
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს; სსრკ უშიშროების კომიტეტის მინსკის უმაღლესი კურსი.

1973-1975წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიაში; 1982-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში; 1994-1997წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში; 1997-1999წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 1999-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის რექტორი; 2003-2004წწ. პრორექტორი; 2004 წლიდან თადარიგშია; გენერალ-მაიორი (2000), პოლკოვნიკი; ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (2004).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.673; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.160

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - მედალი "მხედრული მამაცობისათვის"
    სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში შეტანილი პირადი წვლილისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი

გააზიარე: