The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლინა ერისთავი

ლინა ერისთავი
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2007  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი 1945 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დატოვებული იქნა სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოგნოზიის კათედრაზე (ინსტიტუტების გაერთიანების შედეგად) და მთელი თავისი შრომითი საქმიანობა მას დაუკავშირა: 1948-1957წწ. იყო ასისტენტი, 1957-1962წწ. დოცენტი, 1962-1997წწ. გამგე, 1998 წლიდან კათედრის პროფესორი; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1957) მიენიჭა დოცენტის წოდება(1958), სსრკ უმაღლესი საატესტაციო კომისიამ მიანიჭა პროფესორის წოდება (1982); სრულიად ახალგაზრდა ჩაუდგა სათავეში ფარმაკოგნოზიის კათედრას და 35 წელი უხელმძღვანელა მას. მნიშვნელოვანია პროფ. ლ. ერისთავის წვლილი ფარმაცევტული მეცნიერების განვითარებაში. მისი კვლევის პრიორიტეტული მიმართულებაა ეფექტური პრეპარატების შექმნის მიზნით საქართველოს სამკურნალო მცენარეების შესწავლა, მისი ხელმძღვანელობით ან უშუალო მონაწილეობით მრავალი შრომაა შესრულებული სამამულო, ახლო და შორეული საზღვარგარეთის მეცნიერულ კოლექტივებთან კომპლექსირებით ან მათი დაკვეთით. მას კარგად იცნობდნენ თავისი და მომიჯნავე დარგების მეცნიერულ წრეებში, როგორც ჩატარებული კონგრესების, სიმპოზიუმების და სხვა ფორუმების აქტიურ მონაწილეს. პროფ. ლ. ერისთავს დასტამბული აქვს 140–ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და რამდენიმე მეთოდური მითითება. თანაავტორებთან ერთად კი 3 წიგნი – "საოჯახო მედიცინა", "ფარმაცევტული ლექსიკონი" და "სახელმწიფო ფარმაკოპეა", ხოლო "ფარმაკოგნოზია (სამკურნალო მცენარეები)", მის მიერ დაწერილი მეორე სახელმძღვანელოა სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ფარმაცევტული პროფილის სტუდენტებისათვის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია, მიღებული აქვს საავტორი მოწმობა 6 გამოგონებაზე. წლების განმავლობაში იყო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს და ციკლობრივი კომისიის წევრი, ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს სწავლული მდივანი, პარტიული კომიტეტის მდივნის და შემდეგ პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. საქ. კპ. ორჯონიკიძის პარტრაიკომის წევრი. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. ფარმაცევტი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული სამედიცინო ინტერნეტ-ქსელი medgeo.net: edu.medgeo.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2002-)
  • საქართველოს მედმუშაკთა პროფკავშირების რესპუბლიკური კომიტეტის ქალთა საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს ფარმაკოპეის კომიტეტის ფარმაკოგნოზიის კომისია, თავმჯდომარე
  • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია, საპატიო პრეზიდენტი
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოც. უზრუნველყოფის სამინისტროს ექიმთა და ფარმაცევტთა ლიცენზირების ეროვნული საბჭო, წევრი
  • საქართველოს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის საბჭო, წევრი
  • სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული "ფარმაციის" საპრობლემო კომისია, წევრი (1982-1992)
  • სსრ კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს მეთოდური საბჭო, წევრი (1982-1992)
  • ქ. თბილისის ფარმაცევტთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მედიცინის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული პედაგოგი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: