The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნაზ ერქომაიშვილი

გულნაზ ერქომაიშვილი
დაბადების თარიღი:4 დეკემბერი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარგობრივი ეკონომიკის ფაკულტეტი 1980 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს.

1984-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1996-2005წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დოცენტი; 2006-2009წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2005-2008წწ. გამომცემლობა "თამაზ მჭედლიძის სამედიცინო ბიბლიოთეკის" დირექტორი და მთავარი რედაქტორი; 2009-2010წწ. – საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი, კათედრის ხელმძღვანელის მოადგილე, ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ - გერმანული ინსტიტუტის თანამშრომელი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1988), ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ვებგვერდი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: