The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თორნიკე ეფრემიძე

თორნიკე ეფრემიძე
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1932  (91 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სალხინო, ვანის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1954 წელს.

1976-1985 წლებში იყო ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის გამგე. მისი კვლევების ძირითადი მიმართულებებია  ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, კვანტური ველების თეორია, ფიზიკის ისტორია. დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ფიზიკის განვითარების ისტორიის შესწავლაში. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998), ემერიტუს პროფესორი 2006 წლიდან.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.112; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.24

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო-სარედაქციო საბჭო, თავმჯდომარე (2004-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: