The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ექვთიმიშვილი

ნანა ექვთიმიშვილი
დაბადების თარიღი:9 ივლისი, 1978  (45 წლის)
კატეგორია:მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. დაამთავრა პოსტდამ-ბაბელსბერგის (გერმანია) კონრად ვოლფის სახელობის კინოაკადემია სცენარისა და დრამატურგიის განხრით. მისი

მოთხრობები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "არილში" 1999 წელს; რამდენიმე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმებზე მუშაობის შემდეგ, 2012 წელს, რეჟისორ სიმონ გროსთან(მეუღლე) ერთდ გადაიღო მხატვრული ფილმი "გრძელი ნათელი დღეები", რომელმაც ბერლინის 2013 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა "არტჰაუსის" საერთაშორისო კინოთეატრების გაერთიანების პრიზი. ერთი წლის განმავლობაში ფილმი უჩვენეს მსოფლიოს 80-ზე მეტ ფესტივალზე, სადაც ის 30-მდე სხვადასხვა პრემიით აღინიშნა. მათ შორის ბერლინის, ჰონკონგის, პარიზის, სარაევოს, ლოს-ანჯელესის და ტოკიოს კინოფესტივალებზე. 2013-2014წწ. ფილმი გამოვიდა სხვადასხვა ქვეყნების კინოთეატრებში: საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში, ბენელუქსისა და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში. იგი იყო საქართველოს კანდიდატი 2014 წლის ოსკარისთვის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში; 2013 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე "გრძელი ნათელი დღეები" ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს, ხოლო ჰონკონგის ფესტივალზე ფილმს ქართული კინოს გაზაფხული უწოდეს; კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მ კი ფილმს ქართული კინემატოგრაფიის ხელახლა აღორძინების ნიმუში უწოდა. გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები: "ფატა მორგანა" (2007), "დაკარგული ხმელეთი" (2008), "დედა" (2011). მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი. კინორეჟისორი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2013 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2014.-გვ.240

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: