The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ეძგვერაძე

გია ეძგვერაძე
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1980 წელს.

1986 წლიდან მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში; 1989-1996წწ. ცხოვრობს და მუშაობს მიუნხენში (გერმანია).1996 წლიდან კი საცხოვრებლად გადადის დიუსელდორფში (გერმანია). მისი სამუშაო მედიუმი მრავალფეროვანია - ფერწერა, სკულპტურა, პერფორმანსი, ვიდეო, ფოტოგრაფია, ტექსტი. მისი ნამუშევრები ასახავს მხატვრის მჭიდრო კავშირს ხელოვნების ისტორიასთან, ფილოსოფიასთან, პოლიტიკასა და თეორიასთან. 1980-იანი წლებიდან, აბსტრაქციებთან ერთად, ის ქმნის ე.წ. შავ-თეთრ სერიას, ტიპიურ კონცეპტუალისტურ ნამუშევარებს, სადაც ის უარყოფს ნამუშევრის გრძნობად, ემოციურ აღქმას და აქცენტი გადააქვს მის ინტელექტუალურად გაცნობიერებაზე, ნამუშევრის აღქმიდან მისი იდეის მიღებაზე. 1990-იანი წლების დასაწყისიდან აქტიურად იფინება როგორც საქართველოში, რუსეთში, ასევე ევროპაში, აშშ-ში, ტეიტ მოდერნი (ლონდონი), ვენეციის ბიენალე, კერძო და სამუზეუმო გამოფენები - ბერლინი, შტუტგარტი, ამსტერდამი, ბუდაპეშტი. 1985 წლიდან გამართა პრესონალური გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში; მისი ნამუშევრების დაცულია სხვადასხვა კოლექციაში, მათ შორის ტრეტიაკოვის, საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო და საფრანგეთის (პარიზი) გალერეებში, მიუნჰენის, ბუდაპეშტის, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში, კერძო კოლექციებში მადრიდში, ჟენევაში, შტუტგარდში და სხვ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 124; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 50-51


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1986-)

გააზიარე: