The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იონა ვაკელი

იონა ვაკელი
ოფიციალური სახელი:იონა მეგრელიძე
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:1 აპრილი, 1988  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაკე, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები 1920 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში; მისი პირველი ლექსი "გურია" 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ "მხედარში", ლექსთა პირველი კრებული კი 1922 წელს; აქედან მოყოლებული ქართველ მკითხველს არ მოჰკლებია მისი ლექსები, პოემები, პიესები, მისეული თარგმანები; განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ქართულ დრამატურგიას, მათგან დიდი წარმატებით სარგებლობდა პიესა "აპრაკუნე ჭიმჭიმელი", რომელიც 1933 წელს დაიდგა კ. მარჯანიშვილის თეატრში; ასევე დიდი მოწონება ხვდა წილად დრამატურგის პიესებს: "შამილს", "გიორგი სააკაძეს", "რვალს", "ხელაშვილის ოჯახს"; მანვე დიდი ოსტატობით თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, გოეთეს, შელის და სხვათა ნაწარმოებები.

წყარო: ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.140; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 136

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: