The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ვარდოსანიძე

სერგო ვარდოსანიძე
დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზოვრეთი, ზესტაფონის რაიონი. 

დაამთავრა სულხან–საბა ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი 1979 წელს.

1979-1990 წლებში მუშაობდა თბილისის კ.დ. უშინსკის სახელობის #1 რესპუბლიკურ ექსპერიმენტულ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, 1983-1985 წწ. დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში. 1988 წლიდან დღემდე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის ლექტორად, 1994 წლიდან საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. 1990 წლიდან 1993 წლამდე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად, 1993-2003 წლებში ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად და საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 2003-2004 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრორექტორად სამეცნიერო მუშაობის დარგში. 2005-2007 კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი.2008 წლიდან ,,ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში” მოწვეულ პროფესორად. 2010 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ, რექტორად; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა  - "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952წწ.", დაიცვა 2002 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: