The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატო ვაჩნაძე

ნატო ვაჩნაძე
ოფიციალური სახელი:ნატალია ანდრონიკაშვილლი
დაბადების თარიღი:14 ივნისი, 1904
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 1953  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვარშავა, პოლონეთი.

სწავლობდა თბილისის ქალთა I გიმნაზიაში.

1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა "პრომეთეი"-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში; იყო მუსიკის მასწავლებელი; 1932 წელს მუშაობდა მოსკოვში ასისტენტად ცნობილ რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტ ესთერ შუბთან; 1934 წელს კვლავ თბილისშია; პირველი როლი "არსენა ყაჩაღში" შეასრულა, ამას მოჰყვა ნუნუს როლი ფილმში "მამის მკვლელი", ორივე ფილმი 1924 წელს გამოვიდა ეკრანებზე; ამის შემდეგ დაიდგა ივანე პერესტიანის ორი ფილმი "სამი სიცოცხლე" და "ჩვენი ქვეყნის რაინდი", სადაც აგრეთვე დიდი ოსტატობით ასრულებდა მთავარ როლებს; მისი როგორც მსახიობის აღმასვლის შემდეგი საფეხური იყო ფატის როლი ფილმში "ვინ არის დამნაშავე?"; არ შეიძლება არ აღინიშნოს მის მიერ დიდი წარმატებით შესრულებული როლები კ. მარჯანიშვილის ფილმებში "ამოკი" და "კრაზანა"; მან შექმნა ქალის დაუვიწყარი სახეები ფილმებში: "ქაჯანა", "სამშობლო", "ხიდობნელი ქალიშვილი", "ის კვლავ დაბრუნდება", "აკაკის აკვანი", "მწვერვალთა დამპყრობნი" და სხვა; მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა, მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ჰქმნიდა, თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად, მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია "სახკინმრეწვი" საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა; საბჭოთა პერიოდის კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი. დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს, 1996 წლიდან საქართველოს კინოხელოვნების აკადემიაში დაწესდა ნატო ვაჩნაძის სახელობის პრიზი - "ნატო" (სხვადასხვა ნომინაციით). 

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.148

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1941 - სტალინური პრემია
  • 1941 - სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმში "ნარინჯის ველში" ნანის როლის შესრულებისათვის
  • 1938 - საპატიო ნიშნის ორდენი, ფილმში "არსენა" ნენოს როლის შესრულებისთვის
  • 1935 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • რსფსრ დამსახურებული არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: