The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თინათინ ვირსალაძე

თინათინ ვირსალაძე
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 1985  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1929 წელ; პარალელურად სწავლობდა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე.

ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარი და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ–ერთი დამაარსებელი. მისი დაარსებიდან სიცოცხლის ბოლომდე, მოღვაწეობდა ინსტიტუტში, სადაც იგი ჯერ განაგებდა სახვითი ხელოვნების, შემდგომ კი შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების განყოფილებას. მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმესთან, როგორც ფერწერის ძეგლთა რესტავრაციის მეცნიერი კონსულტანტი. მის შრომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის სახელოვნებათმცოდნეო გაშუქებისა და მისი ისტორიული საფეხურების ფერწერული სკოლების, ცალკეული ძეგლების თავისებურებისა და ღირებულების დადგენისათვის. 1937–1939წწ. ლექციებს კითხულობდა ხელოვნების ზოგად ისტორიაში მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის თეატრებში; 1937–1941წწ. უფროს მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ მუზეუმში "მეტეხი" ფერწერის განყოფილების ხელმძღვანელი. 1941 წლიდან ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ქართული ხელოვნების ისტორიაში მას ეკუთვნის შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის შესწავლის საკითხები და ანალიზი. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: