The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ზაუტაშვილი

ნანა ზაუტაშვილი
დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი 1987 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობით 1990 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 2003 წელს.

1987-2015წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (შემდგომში ტექნიკური უნივერსიტეტი) ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი; 2003 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2014-2018წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, გეოლოგიის დეპარტამენტი, უფროსი სპეციალისტი - ჰიდროგეოლოგი; 2018-2021წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო, სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი - ჰიდროგეოლოგი; 2021 წლიდან შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი, უფროსი ჰიდროგეოლოგი და სანიტარიული დაცვის ზონების მთავარი ინჟინერი. ჰიდროლოგი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი (2003), პროფესორი (2003).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: