The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პარმენ ზაქარაია

პარმენ ზაქარაია
სხვა სახელი:ნაპო
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1914
გარდაცვ. თარიღი:20 აპრილი, 2003  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი, მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაჯახავო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1940 წელს.

1940-1941წწ. სამუშაოთა მწარმოებელი კვების მრეწველობის სამინისტროში; 1941-1948წწ. მუზეუმ "მეტეხის" მეცნიერ-თანამშრომელი; 1948-1975წწ. სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე, პროფესორი. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნებისა.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "შიდა ქართლის ციხე-სიმაგრეები", დაიცვა 1959 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 133; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.191

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1952-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-)
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1978-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1994 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • 1973 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: