The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ზედგინიძე

იაკობ ზედგინიძე
დაბადების თარიღი:1859
გარდაცვ. თარიღი:1943  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვალე, ახალციხის რაიონი.

დაამთავრა ახალციხის სამაზრო სასწავლებელი 1874 წელს; თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი 1879 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო მასწავლებლად მუშაობა ახალგახსნილ სათავადაზნაურო სკოლაში, რომელიც შემდეგ ქართულ გიმნაზიად გადაკეთდა. 1880 წელს გადაყვანილ იქნა ქ. შუშაში სამოქალაქო სოფლის მასწავლებლად, სადაც მან 20 წელი იმუშვა, ხოლო 1899 წელს განჯაში დანიშნეს ჯერ სამოქალაქო სასწავლებელში, ხოლო შემდეგ სახელოსნო სკოლაში. 1905 წლიდან ის პედაგოგიურ მუშაობას ეწევა ქ. თბილისში, მე-5 გიმნაზიაში; 1917 წელს დანიშნეს მასწავლებლად თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში. იგი დახელოვნებული პედაგოგი იყო. გარდა პრაქტიკულ-პედაგოგიური მუშაობისა, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. აარსებდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს, დახმარებას უწევდა საზოგადოება "განათლებას". მისი ინიციატივით დაარსდა პირველი ქართული საოსტატო (სამასწავლებლო) სემინარია 1916 წელს. მისი "მეთოდური ქრესტომათია" (რუსულ ენაზე) მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩვენი სკოლის ისტორიაში. ნოვატორი იყო ანბანის სწავლების საკითხშიც. პირველმა მან დაიწყო მეცნიერული კვლევა-ძიება ქართული ანბანის სწავლებაში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.336; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.131

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • ქართული წერის მეთოდიკა (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის სასწ. პედაგ. სექტორი, 1934. - 80გვ.
  • ახალი ქართული ანბანი : ენის სავარჯიშო სურათებით, ლექსებით, პატარა მოთხრობებით, წერის და ხატვა-ხაზვის ნიმუშებით და სხვ. მრავლად დასურათებული (ავტორი). - თბილისი, გამოცემა N16 ქართული ბეჭვდითი ამხანაგობისა, 1920. - 120გვ.

გააზიარე: