The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოე ზომლეთელი

ნოე ზომლეთელი
ოფიციალური სახელი:ნოე ქურიძე
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1938  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ხონის სამასწავლებლო სემინარია 1900 წელს.

მუშაობდა მასწავლებლად. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1899 წელს. 1901 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "კვალთან". 1905–1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. მისი ლექსები მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩეოდა ("ალექსანდრე წულუკიძის ხსოვნას", 1906; "პოეტი", 1913; "მშვიდობა ქოხებს", 1921 და სხვ.). ლექსების პირველი კრებული 1924 წელს გამოაქვეყნა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო ლიტერატურული ჯგუფის–"პროლეტარული მწერლობის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ნოე ზომლეთელის შემოქმედების უმთავრესი თემაა რევოლუციური ბრძოლა (რომანი "უგულო ღამეები", ადრინდელი სახელწოდებით "იფქლი", 1927; პოემები: "კამო", 1929; "ახალი ნასაკირალი", 1933 და ლექსები: "ფეიქრები", 1923; "საბჭოთა ავტო", 1932; "ორთქლმავალი", 1933; "თბილის-ზაჰესს", 1935 და სხვ.). წერდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ლექსებს, ფელეტონებს, საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.378

ბიბლიოგრაფია

  • რჩეული (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1953. - 316გვ.
  • ნასაკირალი : ორი პოემა (ავტორი). - თბილისი, ქართული წიგნი, 1931. - 85გვ.
  • მრუდე გზა : სურათი სოფლის ცხოვრებიდან (ავტორი). - ტფილისი, 1930. - 28გვ.
  • უგულო ღამეები : რომანი (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1930. - 163გვ.

გააზიარე: