The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა თავბერიძე

ელგუჯა თავბერიძე
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საზანო, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს.

1984-1988წწ. მუშაობდა ქუთაისის აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ექსკურსიამძღოლად, შემდეგ მეცნიერ-მუშაკად; 1988 წელს მუშაობდა რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის ორგანიზაციის პასუხისმგებელ მდივნად, 1990 წელს აირჩიეს ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ. 1990-1993წწ. იყო გაზეთ "მოწამეთას" მთავარი რედაქტორი, რუსთაველის საზოგადოების გამომცემლობა "სარანგის" ხელმძღვანელი ქუთაისში; 1993 წელს დაინიშნა ქუთაისის მე-5 სტამბის საგამომცემლო ცენტრის დირექტორად; 1995 წლიდან იყო ამავე ორგანიზაციის ჯერ სამეთვაყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ დირექტორი; 2007 წლიდან შპს "ხომლი ენ"-ის (გამომცემლობა-სტამბა) დამფუძნებელი, დირექტორი. 1991 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი - "რატომ დახვრიტეს ვლადიმერ ჟვანია". ავტორია 12 წიგნისა. მათ შორის ოთხი ბიოგრაფიული რომანია. 2010 წლიდან ტელეკომპანია "რიონში" უძღვება ახალი წიგნების მიმოხილვას. არის საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველწლიური პრემიის ლაურეატი. 

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.58

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ლიტერატურული პრემია "საბა" (ნომინაცია - კრიტიკა-პუბლიცისტიკა)
    კოლიმგრაფი : ფიქრები ვარლამ შალამოვზე / ელგუჯა თავბერიძე.-ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2012.-120გვ.
  • 2006 - პრემია "საგურამო"
  • 2000 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
    განსჯა : ლიტერატურულ–კრიტიკული წერილები / ელგუჯა თავბერიძე.-ქუთაისი : საგამომცელო ცენტრი, 2000.-260გვ.
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
    სანიტარული დღე : წერილები, ესეები / ელგუჯა თავბერიძე.-ქუთაისი : საგამომც. ცენტრი, 2005.-427გვ.
  • ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
    აკაკის ლანდი : ბიოგრ. რომანი ნოველებად / ელგუჯა თავბერიძე.-ქუთაისი: საგამომცემლო ცენტრი, 2012.-404გვ.
  • გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია
    უბედო მამულის ყმა : ლიტერატურული ცდა / ელგუჯა თავბერიძე.-ქუთაისი: საგამომცემლო ცენტრი, 2004.-150გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: