The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო თარიშვილი

ნინო თარიშვილი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1904
გარდაცვ. თარიღი:23 თებერვალი, 1990  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მირზაანი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური (სიბრძნისმეტყველების) ფაკულტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის განყოფილებები. 1926–1928 წლებში სწავლობდა პედაგოგიური ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილებაზე, 1927–1930 წლებში–თბილისის უცხო ენათა კურსების ფრანგულ სექტორზე.

1928–1930 წლებში მუშაობდა ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, 1930–1939 წლებში–უფროს მეცნ-თანამშრომლად პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ზოგადი ფსიქოლოგიისა და საბავშვო ლიტერატურის სექციაში, 1932–1937 წლებში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად ფიზკულტურის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1939 წლიდან–თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე, 1940–1941 წლებში–თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1941–1942 წლებში–გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1942–1954 წლებში ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში; პარალელურად, 1986 წლამდე, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან: "ილიონი", "რუბიკონი", "ბახტრიონი", "ტრიბუნა", "ქართული მწერლობა" და სხვ. 1926 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების კრებული "მზეში", 1980 წელს–ლექსების კრებული "გვირილა". ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა წერილი "ბახტრიონში" (1923) ფიროსმანის შესახებ. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი. ნინო თარიშვილის პირადი არქივი ინახება გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.475;  intermedia.ge

ბიბლიოგრაფია

  • გვირილა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1980. - 55გვ.
  • მზეში : ლექსები (ავტორი). - ტფილისი, სახელმწიფო გამომცემლობ, 1926. - 36გვ.

გააზიარე: