The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგი თევზაძე

გიგი თევზაძე
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1967  (56 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოციოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის მასწავლებლის დიპლომით 1989 წელს.

1985-1995წწ. - საველე სამუშაო იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენის ცენტრში; 1987-1988წწ. -  რეგიონული გაზეთის გამომცემელი; 1985 წლიდან - ლექტორი; სამთავრობო რეფორმების კონსულტანტი (1995-1997 – UNDP, 2000-2001 – მსოფლიო ბანკი); საქართველოს პრეზიდენტის ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის სტიპენდიანტი (1990); 1997-2000წწ. საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი; 2001-2003წწ. - სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრი; 2004-2006წწ. საქართველოს განათლების რეფორმის პროექტის დირექტორი. 2006 წელს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და დავალებით დააარსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2006-2013წწ. - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი;  სხვადასხვა წელს ეკავა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა; 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 4D კვლევების ინსტიტუტის დირექტორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროებია: ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტიკური ანთროპოლოგია, განათლების პოლიტიკა, ევოლუციის თეორია, ეთნოეკოლოგია, ადამიანის გენეტიკა და ტვინის კვლევა. მიღებული აქვს ქართულ-ფრანგული ინსტიტუტის მერაბ მამარდაშვილის სახელობის პრემია (1992). არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 14 წიგნისა და რამდენიმე ათეული ბლოგის ავტორი ქართულ-ინგლისურ, გერმანულ, მაკედონიურ და რუსულ ენებზე. 14 წიგნიდან 3 მხატვრული ლიტერატურის ჟანრისაა. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაცია თემა - "ისტორიის ონტოლოგიური დაფუძნება მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიაში", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ყოფიერების და ცნობიერების ესთეტიკა", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: