The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თელია

გიორგი თელია
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1880
გარდაცვ. თარიღი:1 აპრილი, 1907  (26 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ჭაგანი, სამტრედიის რაიონი
კატეგორია:მუშა, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭაგანი, სამტრედიის რაიონი.

მუშაობდა თბილისის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში დურგლად. 1897 წლიდან ჩაება პარტიულ მუშაობაში, დაუახლოვდა მარქსისტულ წრეებს, შეისწავლა მარქსიზმი და კლასობრივი ბრძოლის მეთოდები. 1898 წელს, სტალინის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული სოციალ-დემოკრატიული წრის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი გახდა. შექმნა არალეგალური სტამბა და ავრცელებდა მარქსისტულ-რევოლუციურ ლიტერატურას, იყო თბილისის კომიტეტის წევრი. 1898 წელს რკინიგზელთა პირველი გაფიცვის დროს, მუშების წინაშე გამოდიოდა რევოლუციური მოწოდებებით და კლასობრივი ბრძოლისაკენ მოუწოდებდა მათ. გიორგი თელია იყო 1900 წლის "დიდი გაფიცვის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1901 წლის 22 აპრილს თბილისში მოწყობილი საპირველმაისო დემონსტრაციაში აქტიური მონაწილეობისათვის 1901 წლის 31 აგვისტოს  დააპატიმრეს და 9 თვით მეტეხის ციხეში ჩასვეს. განთავისუფლების შემდეგ ქართველთა ამხანაგობის სტამბაში მუშათა სოციალ-დემოკრატიულ წრეს ხელმძღვანელობდა, ამავე დროს სტამბას ამარაგებდა სხვადასხვა საჭირო მასალით. 1903 წლის 23 თებერვალს იყო თბილისის მუშათა დემონსტრაციის ორგანიზატორი, ეკამათებოდა მენშევიკებს და ანარქისტებს, ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას, ამის გამო ჟანდარმერიამ იმავე წლის 13 აპრილს დააპატიმრა, განთავისუფლდა 5 მაისს. 1903 წლის 31 აგვისტოს რსდმპ კავკასიის კავშირის დავალებით, არალეგალური სტამბის ნაწილები და არალეგალური ლიტერატურის ნაწილი ბათუმში წაიღო, სადაც სადგურშივე შეიპყრეს და ბათუმის ციხეში ჩასვეს. მის მიმართ დიდი მზრუნველობას იჩენდა რევოლუციონერი ქალი ბაბე ლაშაძე-ბოჭორიძე. 1905 წელს ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, სადაც ციხის ეზოში 1 მაისს მიტინგი ჩაატარა და მოხსენება გააკეთა პირველი მაისის მნიშვნელობაზე. რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის დახმარებით, ბაბე და მარო ბოჭორიძის ხელშეწყობით, ციხიდან გაიქცა, რიონი მალულად გადაცურა და თბილისში კვლავ რევოლუციურ საქმიანობას დაუბრუნდა. გიორგი თელია სტალინის დავალებით ბაქოში გაიგზავნა სამუშაოდ, სადაც ეწეოდა რევოლუციურ აგიტაცია-პროპაგანდას, ეხმარებოდა არალეგალური სტამბის მოწყობა-მუშაობაში, ბოლშევიკური გაზეთებისათვის წერდა კორესპონდენციებს. გარდაიცვალა სოხუმში ტუპერკულოზით, დაკრძალეს რევოლუციური წესით. გიორგი თელია ცნობილი იყო, როგორც გამოცდილი რევოლუციონერი, შეუპოვარი მუშა-პუბლიცისტი. იგი 1906 წლიდან ბოლშევიკურ გაზეთებში სისტემატურად ათავსებდა  წერილებს საფრანგეთის რევოლუციისა და, განსაკუთრებით, პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ. პრესაში გამოქვეყნებული აქვს  შემდეგი წერილები: "ამხანაგ ლევან გოთოშიას ხსოვნას (განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, საპატიმროში მოკლული)" -"სიმართლე" (1906 წელი, 13 ივლისი, №8, გვ.4); "დუმა ვერ მოიწვევს დამფუძნებელ კრებას" - "ჩვენი ცხოვრება" (1906 წელი, 6 სექტემბერი, №14, გვ.2); "რა არის საჭირო ჩვენთვის? (საუბარი მუშებთან)" - "ახალი ცხოვრება" (№18, 12 ივლისი, გვ.2; №19, 13 ივლისი, გვ.2-4; №20, 14 ივლისი, გვ.2-3). პროფესიონალი რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.294


გააზიარე: