The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გური თვალთვაძე

დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:8 თებერვალი, 1970  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

1934 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში თავისსავე დაარსებულ სეისმომეტრიის განყოფილებას. იგი სასარგებლო წიაღისეულის სეისმომეტრიული მეთოდით ძიების ფუძემდებელია საქართველოში. მისი შრომები ეხება კავკასიაში დედამიწის ქერქის აგებულებისა და ფიზიკური თვისებების შესწავლის საკითხებს. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (1945–1970). იყო საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის გამგე (1939–1956). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1963), გეოფიზიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.56

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: