The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ თოდუა

დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:11 მაისი, 2011  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოხნარი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1951 წელს.

1959–1970 წლებში მუშაობდა ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1971–1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის პროფესორი, 1976–1981 წლებში ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, 1995–2004 წლებში საერთაშორისო ეკონომიკის და ეკონომიკის მოძღვრებათა ისტორიის კათედრის გამგე. 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გრიგოლ თოდუამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკის თეორიისა და ეკონომიკის მოძღვრებათა ისტორიის პრობლემათა კვლევაში. გამოცემული აქვს მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები. ეკონომიკის ფილოსოფიის მიმართულების დამფუძნებელი საქართველოში. ეკონომიკურ  მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.78-79

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკურ ეკონომიაში დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭო, თავმჯდომარე (1977-1980)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1976 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: