The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ თოფურია

გურამ თოფურია
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1930
გარდაცვ. თარიღი:31 მაისი, 2006  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1954 წელს.

1957 წლიდან ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960-1966წწ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1966 წლიდან მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1987წწ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1998 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების გამგე; ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (დაღესტნური) ენათა მკვლევარი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში", დაიცვა 1988 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 149; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.99; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.187

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კავკასიოლოგთა საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი (1994-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1996 - არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: