The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ თოფურია

რევაზ თოფურია
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1932  (92 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტი 1956 წელს.

1964 წლიდან მუშაობს საპროექტო ინსტიტუტში - "საქსახპროექტში" (ახლანდელი სააქციო საზოგადოება "საქპროექტი"); 1974-1979წწ. იყო ამ ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი; 1979 წლიდან ინსტიტუტის დირექტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ინჟინერ-მშენებელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.818; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.110

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    დასავლეთის მიმართულების ნავთობსადენის და სუფსის სახმელეთო ტერმინალის პროექტის საერთაშორისო სტანდარტების უმაღლეს დონეზე განხორციელებისათვის, მშენებლობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის,თავდადებული და ნაყოფიერი შრომისათვის
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: